ბაიდენი – არ ვფიქრობ, რომ ომი შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში ორი მიზეზის გამო


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ წლების განმავლობაში არ გაგრძელდება აგრესორი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ზარალის გამო, – ამის შესახებ მან ჰელსინკიში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მე არ ვფიქრობ, რომ ომი შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში ორი მიზეზის გამო. პირველი: მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთს შეუძლია ომის გაგრძელება სამუდამოდ, უპირველეს ყოვლისა რესურსების და პოტენციალის გამო. მეორე: ვფიქრობ, იქნება გარემოებები, როდესაც საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი პუტინი გადაწყვეტს, რომ რუსეთის ინტერესებში არ შედის – ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სხვაგვარად – ამ ომის გაგრძელება“, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენი იმედოვნებს, რომ უკრაინა შეტევაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ პუტინმა უკვე წააგო ომი.
“პუტინმა უკვე წააგო ომი. პუტინს რეალური პრობლემა აქვს”, – აღნიშნა მან.
თაგები:
ჯო ბაიდენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს