ბაიდენი აშშ-ის მოქალაქეების მიერ ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკსში ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აკრძალავს


ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი ბაიდენი მალე გამოსცემს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობასა და დაფინანსებას ამერიკელი პირების მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, – ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული.
თეთრ სახლში ასევე აღნიშნავენ, რომ აღმასრულებელი ბრძანება ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რაიონებში ოპერირებას. სახელმწიფო დეპარტამენტი და ხაზინის დეპარტამენტი დამატებით დეტალებს უახლოეს მომავალში გაავრცელებენ.
აშშ ასევე მალე გამოაცხადებს დამატებით ზომებს რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დღევანდელ უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით.
“ეს ზომები განცალკევებულია და ემატება იმ სწრაფ და მკაცრ ეკონომიკურ ზომებს, რომლებსაც ჩვენ ვამზადებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით, თუ რუსეთი შემდგომში უკრაინაში შეიჭრება“, – ნათქვამია განცხადებაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა