ბაიდენი აცხადებს, რომ ვაშინგტონი კიევს F-16-ს არ მიაწვდის

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვაშინგტონი კიევს F-16-ის ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს არ მიაწვდის.
თეთრ სახლთან ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა, გეგმავდა თუ არა პრეზიდენტი უკრაინისთვის გამანადგურებლების მიწოდებას, რაზეც ბაიდენმა უპასუხა “არა“, თუმცა მიზეზი არ დაუკონკრეტებია.
ჯო ბაიდენს მანამდეც განუცხადებია, რომ სამხედრო თვითმფრინავების მიწოდების საკითხი დღის წესრიგში არ არის.
თაგები:
ჯო ბაიდენი




