Logo

ბაიდენი – ჩვენ ვახდენთ პარტნიორთა ყველაზე ფართო კოალიციის შეკრებას, რათა მივაღწიოთ შედეგებს

მსოფლიო
516
Frontnews image description

ამერიკის შეერთებული შტატები ახდენს მოკავშირეთა ფართო კოალიციის შეკრებას, რათა უპასუხოს გლობალურ გამოწვევებს, რომელთაგან ერთ-ერთია რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

 

“სერიოზული გლობალური გამოწვევების დროს – დაწყებული გლობალური ინფლაციის, კლიმატის კრიზისიდან რუსეთის სასტიკ ომამდე უკრაინის წინააღმდეგ – ჩვენ ვახორციელებთ პარტნიორთა მაქსიმალური კოალიციის შეკრებას შედეგების მისაღწევად“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

ბაიდენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა აგრძელებს ვალდებულებების შესრულებას და მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მუშაობას.

თაგები:

ჯო ბაიდენი
Advertisement