ბაიდენი – გავაგრძელებ მუშაობას უკრაინაში პუტინის შესაჩერებლად


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ვადის ბოლო ექვსი თვის მთავარი პრიორიტეტები დაასახელა.
როგორც ბაიდენმა საზოგადოებისადმი ვიდეომიმართვისას აღნიშნა, ის იმუშავებს ღაზას სექტორში ომის დასასრულებლად და “უკრაინაში ვლადიმერ პუტინის შესაჩერებლად“.
“ჩვენ გავაგრძელებთ ამაყი ქვეყნების კოალიციის შეკრებას პუტინის შესაჩერებლად, რომელიც უკრაინის ხელში ჩაგდებას ცდილობს“, – აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის ცდილობს “ნატო უფრო ძლიერი და უფრო მეტად ერთიანი იყოს, ვიდრე ოდესმე ყოფილა”.
ბაიდენმა ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომის დასრულება თავის საერთაშორისო პრიორიტეტებს შორის დაასახელა.
“მე ვაპირებ გავაგრძელო მუშაობა ღაზაში ომის დასასრულებლად. დავაბრუნო სახლებში ყველა მძევალი, მოვიტანო მშვიდობა და უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთში და დავასრულო ეს ომი”, – განაცხადა ბაიდენმა.
თაგები:
ჯო ბაიდენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა