ბაიდენი – კონგრესმენის მხრიდან უკრაინის დახმარების გაჭიანურება კრიმინალური უმოქმედობაა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის კონგრესში უკრაინის მხარდასაჭერად თანხების გამოყოფის შეფერხებაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ასეთი გაჭიანურება კონგრესმენების მხრიდან “კრიმინალური უმოქმედობაა”.
ვაშინგტონში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრისას ამერიკის პრეზიდენტმა კონგრესი “საშინელი შედეგების“ შესახებ გააფრთხილა, თუ ამერიკელი კონგრესმენები უკრაინის დაფინანსებას არ დაამტკიცებენ.
“უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით კონგრესის წარუმატებლობა ახლოს არის კრიმინალურ დაუდევრობასთან. ეს აღმაშფოთებელია“, – განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკელი კონგრესმენები შეთანხმებას მაინც მიაღწევენ და უკრაინის მხარდასაჭერად თანხებს გამოყოფენ.
“იმედი მაქვს, წარმომადგენელთა პალატა მოგყვებათ და მიიღებს აუცილებელ გადაწყვეტილებას მხარდაჭერის შესახებ”, – აღნიშნა შოლცმა.
თაგები:
ჯო ბაიდენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს