Logo

ბაიდენი – მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რუსეთმა თავისი აგრესიის ფასი იგრძნოს

უკრაინა
260
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო რუსეთის მასიური სარაკეტო დარტყმები უკრაინის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ მან აჩვენა ვლადიმერ პუტინის ომის უკიდურესი სისასტიკე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

 

“აშშ მკაცრად გმობს დღევანდელ რუსეთის სარაკეტო დარტყმებს უკრაინის, მათ შორის კიევის წინააღმდეგ. ამ თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და განადგურდა ობიექტები, რომელსაც არანაირი სამხედრო დანიშნულება არ ჰქონდა. ეს დარტყმები კიდევ ერთხელ ასახავს პუტინის უკანონო ომის უკიდურეს სისასტიკეს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

 

ვუსამძიმრებთ დღეს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს, ასევე ვუსურვებთ დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას.

 

ეს დარტყმები კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ვალდებულებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს იქამდე, რამდენი ხანიც დასჭირდება. ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა რუსეთმა იგრძნოს თავისი აგრესიის ფასი.

 

აშშ და მოკავშირეები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ პუტინი და რუსეთი პასუხისმგებელი იყვნენ ყველა სისასტიკისა და ომის დანაშაულისთვის და ვუზრუნველვყოფთ ყველა საჭირო მხარდაჭერას უკრაინის ძალებისთვის, რათა დაიცვან თავიანთი ქვეყანა და თავისუფლება.

 

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს არაპროვოცირებული აგრესია და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან”, – აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.

 

10 ოქტომბერს რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 11 და დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი,

Advertisement