ბაიდენი – ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი ორგანიზაცია, ვინც ფიქრობს ისარგებლოს ისრაელში შექმნილი სიტუაციით, არ გააკეთოთ ეს


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატები გააკეთებს ისე, ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც სჭირდება თავისი მოქალაქეების დასაცავად ამ თავდასხმაზე პასუხის გასაცემად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
თავის მიმართვაში ამერიკელმა ლიდერმა აღნიშნა, რომ მას ჰქონდა სატელეფონო საუბარი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და დაჰპირდა მას, რომ აშშ-ის პასუხი იქნება “გადამწყვეტი, სწრაფი და განსაცვიფრებელი”.
“ჰამასი” არ იცავს პალესტინელი ხალხის უფლებას ღირსებისა და თვითგამორკვევის შესახებ, მაგრამ იყენებს პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას ადამიანურ ფარად. ისრაელს, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანას, აქვს უფლება, უფრო მეტიც, ვალდებულება, უპასუხოს ამ სასტიკი თავდასხმებს“, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენის გუნდი “მუდმივ კომუნიკაციაშია” ისრაელელ პარტნიორებთან, ასევე მოლაპარაკებები გამართა საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან ერთიანი პასუხის კოორდინაციის მიზნით.
“კიდევ ერთხელ ვიტყვი: ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი ორგანიზაცია, ვინც ფიქრობს ისარგებლოს ამ სიტუაციით, არ გააკეთოთ ეს. ჩვენი გადაწყვეტილება ნათელია“, – აღნიშნა მან.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, “ჰამასის” თავდასხმას 1000 ადამიანი შეეწირა, მათ შორის 14 ამერიკელი. ბაიდენის ადმინისტრაციამ ასევე იცის, რომ შეერთებული შტატების მოქალაქეები ტერორისტების ტყვეობაში არიან.
“ამ მომენტში ჩვენ ძალიან მკაფიო უნდა ვიყოთ. ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელს და გავაკეთებთ ისე, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც სჭირდება თავისი მოქალაქეების დასაცავად ამ თავდასხმაზე პასუხის გასაცემად. ტერორიზმს გამართლება არ აქვს”, – განაცხადა ბაიდენმა.
თაგები:
ჯო ბაიდენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს