ბაიდენი პოლონეთში 20 თებერვალს ჩავა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავის წინა დღეებში პოლონეთში გაემგზავრება, – განაცხადეს თეთრ სახლში. ვიზიტი 20-22 თებერვალს გაიმართება.
თეთრი სახლის პრესმდივნის კარინ ჟან-პიერის თქმით, ბაიდენი გეგმავს შეხვდეს პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას, ასევე ბულგარეთის, უნგრეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, რუმინეთის, სლოვაკეთის და ჩეხეთის ლიდერებს.
ბაიდენი ასევე გამოვა სიტყვით და ისაუბრებს უკრაინელი ხალხის გამძლეობაზე, დასავლეთის ერთიანობის მნიშვნელობაზე რუსეთის სავარაუდო შეტევის ფონზე. გარდა ამისა, მან შესაძლოა, გამოაცხადოს უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაწევის შესახებ.
როგორც CNN-მა აღნიშნა, ბაიდენის ადმინისტრაცია ომის წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლის დეტალებსა და ღონისძიებების განრიგზე რამდენიმე კვირაა მუშაობს.
თაგები:
ჯო ბაიდენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს