ბაიდენი – პუტინი წარმოუდგენლად რთულ მდგომარეობაშია

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ძალიან რთულ მდგომარეობაშია და მისი ერთადერთი ინსტრუმენტი ომში უკრაინელების მიმართ სასტიკი მოპყრობაა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
მისივე თქმით, პუტინს უკრაინელების დაშინება არ გამოუვა.
“ვფიქრობ, რომ პუტინი წარმოუდგენლად რთულ მდგომარეობაშია და მეჩვენება, რომ მისთვის ერთადერთი იარაღია უკრაინის მოქალაქეების მიმართ სასტიკი მოპყრობა, რათა დააშინოს ისინი და აიძულოს კაპიტულაცია. ისინი ამას არ გააკეთებენ”, – განაცხადა ბაიდენმა.





