ბაიდენი – პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ერთად ვართ და წარმატებას ვერ მიაღწევს


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ აპირებს, შეაჩეროს უსამართლო ომი უკრაინის წინააღმდეგ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“უკრაინამ მოიგო ბრძოლები კიევისთვის, ხარკოვისთვის, ხერსონისთვის. ბატონო ზელენსკი, თქვენ აჩვენეთ, რომ თქვენ ეძებთ სამართლიან მშვიდობას. პუტინი კი არ აპირებს შეაჩეროს ეს უსამართლო ომი.
ჩვენ დაგიჭერთ მხარს, რამდენადაც საჭირო იქნება”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, პუტინი ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მან ვერ მიაღწია წარმატებას და კარგად იცის, რომ ამ ომს ვერ მოიგებს.
“მან უნდა დაინახოს, რომ მე და ზელენსკი ერთად ვართ, ჩვენი პარტნიორები ჩვენთან არიან, პუტინმა უნდა იცოდეს, რომ წარმატებას ვერ მიაღწევს”, – აღნიშნა ბაიდენმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს