ბაიდენი – ყველა მოლოდინის მიუხედავად უკრაინამ წარმატებას მიაღწია ომში და გაიმარჯვებს


ავტორი
Front News საქართველო
ეჭვგარეშეა, რომ უკრაინელები ბრძოლის ველზე გამარჯვების მოპოვებას გააგრძელებენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
“ეს არის ყველაზე დიდი სახმელეთო ომი ევროპაში სამი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში. და თქვენ მასში წარმატებას მიაღწიეთ, ყველა მოლოდინის საწინააღმდეგოდ, გარდა თქვენი მოლოდინისა. და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გააგრძელებთ გამარჯვებას”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბაიდენის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო კოალიციის შექმნა აშშ-ის ადმინისტრაციისთვის დიდ გამოწვევად იქცა.
“ჩვენ შევქმენით ქვეყნების კოალიცია ატლანტიკიდან წყნარ ოკეანამდე, მთელ მსოფლიოში, რომელიც მოიცავს 50-ზე მეტ ქვეყანას“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტი კიევში დღეს დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს