Logo

ბაიდენი – თუ ასეთი განზრახვა არ აქვს, რატომ აგრძელებს ამაზე საუბარს?

მსოფლიო
516
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის რიტორიკას სახიფათოს უწოდებს.

 

“თუ ასეთი განზრახვა არ აქვს, რატომ აგრძელებს ამაზე საუბარს? რატომ საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე? მას შეუძლია დაასრულოს ეს, გავიდეს უკრაინიდან”, – განაცხადა ბაიდენმა.

 

პუტინის თქმით, სანამ ბირთვული იარაღი იარსებებს, მსოფლიო ყოველთვის იქნება მისი გამოყენების საფრთხის წინაშე. კრემლის ლიდერი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ მის გამოყენებას არ აპირებს.

 

“რა ხდება რეალურად. ჩვენი ინიციატივით არასდროს გვითქვამს არაფერი ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, მხოლოდ დასავლელი ლიდერების განცხადებებს ვპასუხობდით”, – განაცხადა პუტინმა.

Advertisement