ბაიდენი – თუ რესპუბლიკელები უკრაინას დახმარებას არ გაუწევენ, ბევრის გადახდა მოუწევთ


ავტორი
Front News საქართველო
თუ რესპუბლიკელები უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევენ, ბევრს გადაიხდიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
“თუ ჩემი კოლეგა რესპუბლიკელები არ დააფინანსებენ უკრაინას, მათ მოუწევთ ბევრი გადაიხადონ”, – აღნიშნა მან.
რამდენიმე თვის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს სთხოვა გამოეყო 100 მილიარდი დოლარი ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებებისთვის. პაკეტი მოიცავს 60 მილიარდ დოლარზე მეტ ახალ დაფინანსებას უკრაინის დასახმარებლად.
კონგრესში რესპუბლიკელებმა უარი თქვეს ამგვარი ინიციატივის მხარდაჭერაზე. ისინი ითხოვენ, რომ პაკეტი შეიცავდეს უფრო მკაცრ ზომებს მექსიკასთან საზღვრის დასაცავად.
თვეზე მეტია, კონგრესი ცდილობს შეთანხმებას ისეთ ზომებზე, რომ პაკეტი დაამტკიცოს.
თაგები:
ჯო ბაიდენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს