Logo

ბაიდენი – უკრაინა აშშ-სგან 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს

უკრაინა
311
Frontnews image description

უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს. მასში შედის საბრძოლო მასალები და საშუალებები უკრაინის ცის დასაცავად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

“დღეს გამოცხადებულ პაკეტში შედის საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის და ჰაუბიცებისთვის, მეტი ჯაველინი, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, საჰაერო სათვალთვალო სისტემები უკრაინელი ხალხის დაბომბვისგან დასაცავად“, – განაცხადა ბაიდენმა.

 

ბაიდენმა ასევე ჩამოთვალა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ვალდებულებები: 700-ზე მეტი ტანკი, ათასობით ჯავშანტექნიკა, ათასი საარტილერიო სისტემა, 2 მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი და ა.შ.

 

“ამ კვირის ბოლოს ჩვენ გამოვაცხადებთ დამატებით სანქციებს ელიტებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ შეავსონ რუსული სამხედრო მანქანა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

ჯო ბაიდენი დღეს კიევში ჩავიდა. მედიის ცნობით, ამერიკის ლიდერმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განიხილეს შორი მანძილის იარაღის შესაძლო მიწოდების საკითხი განიხილეს.

Advertisement