
ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 11 და 12 ივლისს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართება.
თეთრი სახლის ინფორმაციით, იქამდე, 9 და 10 ივლისს ბაიდენი ეწვევა ლონდონს, სადაც შეხვდება მეფე ჩარლზ III-სა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით.
ნატოს 74-ე სამიტში მონაწილეობის შემდეგ, 13 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტი ეწვევა ჰელსინკს, რათა აშშ-სკანდინავიის ლიდერთა სამიტს დაესწროს.
თაგები:
ჯო ბაიდენი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს