ბაიდენმა აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსის შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის გენერალური შტაბის უფროსის შეცვლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. გენერალ მარკ მილის გენერალი ჩარლზ ბრაუნი შეცვლის.
ამერიკის სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა მილის და მის ოჯახს დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ის მსახურებისთვის.
მან ასევე განმარტა, რომ ელოდება მილისთან თანამშრომლობის გაგრძელებას მას შემდეგ, რაც ის შეწყვეტს აშშ-ის გენერალური შტაბის უფროსობას.
“დღეს მე მაქვს პატივი წარმოვადგინო ჩემი კანდიდატი გაერთიანებული შტაბის უფროსის მომავალი თავმჯდომარის პოსტზე, გენერალი ჩარლზ კვინტონ ბრაუნ უმცროსი”, – აღნიშნა ბაიდენმა.
ბრაუნი აშშ-ის გენერალური შტაბის ახალი უფროსი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუ კონგრესი მის კანდიდატურას დაამტკიცებს.
მარკ მილი აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე 2019 წლიდან მსახურობს. მისი მანდატი 2023 წლის შემოდგომაზე იწურება.
ჩარლზ ბრაუნი 1962 წელს დაიბადა. ის არის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის 22-ე უფროსი. ბრაუნს ამერიკელი გენერლის წოდება 2018 წლის 26 ივლისს მიენიჭა.
თაგები:
ჯო ბაიდენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს