
ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა 2014 წელს დაწესებული საგანგებო მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული სანქციების შეზღუდვები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებაშია აღნიშნული.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა 2014 წლის 6 მარტს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შემოიღო, რის შემდეგაც ის რამდენჯერმე გაგრძელდა.
რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები ასევე დაწესდა 2014 წლის დეკემბერში და 2018 წლის სექტემბერში.
თაგები:
ჯო ბაიდენი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს