ბაიდენმა სი ძინპინთან შეხვედრის მიზანი დაასახელა


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთთან კომუნიკაციის დამყარებას ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ მოელის.
მისი თქმით, სი ძინპინთან მოლაპარაკების მიზანი, რომელიც ხვალ, 15 ნოემბერს გაიმართება, ორ სახელმწიფოს შორის ნორმალური კომუნიკაციის აღდგენაა.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, დაძაბულობის პერიოდის შემდეგ ის ცდილობს, უკეთესობისკენ შეცვალოს აშშ-ის ურთიერთობები ჩინეთთან.
ხვალ, 15 ნოემბერს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს სან-ფრანცისკოში შეხვდება.
შეხვედრა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში გაიმართება.
თაგები:
ჯო ბაიდენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს