
ავტორი
Front News საქართველო
სსიპ “ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ საპასუხო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ერზერუმის მერიისა და ტურიზმის სამსახურების წარმომადგენლები ესტუმრნენ.
დელეგაციას ბორჯომის მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე ორჯონიკიძემ და ადგილობრივი თვითმართველობის წევრებმა უმასპინძლეს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დაბა ბაკურიანის, როგორც სამთო კურორტის განვითარების პერსპექტივებზე, მის სპორტულ პოტენციალზე, ამ კუთხით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, შეხვედრის დასასრულს მხარეები ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და აქტიურ ფაზაში გადასვლაზე შეთანხმდნენ.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ბორჯომის N1 ჩამომსხმელ ქარხანას ესტუმრნენ, სადაც მსოფლიოში ცნობილი ბრენდის “ბორჯომის“ წარმოების პროცესს გაეცნენ.
დელეგაციის წარმომადგენლები სტუმრად იმყოფებოდნენ ბაკურიანში, ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენთან კობა წაქაძესთან, მათ მასპინძლობა თავად სპორტსმენმა გაუწია, დაათვალიერებინა სახლ-მუზეუმი და მისი მიღწევები გაანცო. სტუმრებმა ვიზიტის ფარგლებში ბორჯომ-ბაკურიანის ღირსშესანიშნაობები და ახალციხეში რაბათის ციხე დაათვალიერეს.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს