Logo

ბაკურიანმა 2021 წლის მსოფლიო თასს უმასპინძლა

Frontnews image description

ბაკურიანმა, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცის (FIS) ეგიდით, 2021 წლის მსოფლიო თასს უმასპინძლა.
 
2021 წლის მსოფლიო თასის ეტაპები სქი-ქროსსა და სნოუბორდ-ქროსში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცის (FIS) ეგიდით, COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდა. 

სქი-ქროსის მსოფლიო თასის ეტაპმა სტარტი 26 თებერვალს აიღო, 27 თებერვალს ფინალი გაიმართა. 28 თებერვალს კი ბაკურიანმა შერეული ნაკრების გუნდურ შეჯიბრებას მსოფლიო თასის ფარგლებში პირველად უმასპინძლა.
შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ქალები:
1. ადგილი – ფანი სმიტი (შვეიცარია)
2. ადგილი – სანდრა ნესლუნდი (შვედეთი)
3. ადგილი – მარიელ ბერგერი (საფრანგეთი)
მამაკაცები:
1. ადგილი – ფლირიან ვილსმანი (გერმანია)
2. ადგილი – დეივიდ მობერგი (შვედეთი)
3. ადგილი – ჯარედ შმიდტი (კანადა)

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://bit.ly/3uy0Urb

რაც შეეხება შერეული გუნდების პრემიერას სქი-კროსში:
ფანი სმიტი & ჯონას ლენჰერი (შვეიცარია)
კორტნი ჰოფოსი & კრის ბოსკო (კანადა)
სანდრა ნასლუნდი & დევიდ მობერგი (შვედეთი)

შედეგები: https://bit.ly/3bQtdsl
ღონისძიების ფარგლებში საქართველომ 200-მდე სპორტსმენს, Ski cross-ის დირექტორს – კლაუს ვალდნერს და ფედერაციის სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა" და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

ბაკურიანში საკურორტო და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და მშენებლობა რეკორდულად მოკლე დროში განხორციელდა. სამუშაოები არ შეჩერებულა პანდემიის ყველაზე რთულ პერიოდშიც. სპეციალურად შეჯიბრისთვის აშენდა 3 ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, შეძენილ იქნა სპეც-ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი.

სამთო სპორტის სახეობის ტურნირის ჩატარება ბაკურიანში, ქართულ კურორტს ჩააყენებს იმ სამთო – სათხილამურო კურორტებს შორის, სადაც მსგავსი მაღალი დონის სპორტული შეჯიბრები შეიძლება გაიმართოს.

(R)

თაგები:

Advertisement