
ავტორი
Front News საქართველო
ბაკურიანში, თამარ მეფის ქ. №35-ში საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 31,5 გრძივი მეტრი სიგრძის და 4,5 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის კედელი მოეწყობა, რითაც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებთან გრუნტისა და საავტომობილო გზის ჩამოშლის საფრთხე მოიხსნება.
“ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ჩვენს მუნიციპალიტეტში, რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მწვავედ დგას აღნიშნული პრობლემა. შესაბამისად, ძალიან ბევრ მისამართზეა აუცილებელი გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა. ამიტომ, მდგომარეობის სირთულის მიხედვით, ეტაპობრივად ვახორციელებთ საყრდენი კედლების მშენებლობას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს ბაკურიანში, სადაც სამუშაოები მალე დასრულდება“, – განაცხადა ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.
კედლის მშენებლობას ბორჯომის მერია აფინანსებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 71 556 ლარია გათვალისწინებული.
მიმდინარე წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტში კიდევ რამდენიმე კედლის მოწყობა არის დაგეგმილი.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს