Logo

ბაკურიანში თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

საზოგადოება
465
Frontnews image description

ბაკურიანში თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობა ადგილობრივმა სპორტსმენებმა 2 ასაკობრივ კატეგორიაში მიიღეს. 16 სპორტსმენი ერთმანეთს 55 და 30-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში შეეჯიბრნენ.

55 მეტრიდან ხტომაში პირველი ადგილი ესმერალდა გობოზოვამ და ალან გობოზოვმა დაიკავეს. 30 მეტრიდან ხტომაში კი პირველი ადგილი ესმერალდა ალიევამ და ქამრან ალიევმა მოიპოვეს.

გამარჯვებული სპორტსმენები თასებით,მედლებითა და სიგელებით ტურნირის ორგანიზატორებთან ერთად სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა,სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა შოთა როსტიაშვილმა  და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. 

ჩემპიონატის ორგანიზატორია საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, ტრამპლინიდან ხტომისა და ორჭიდის ფედერაცია,ასევე განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

თაგები:

Advertisement