ბალისტიკური რაკეტებით დარტყმა უკრაინაზე – რა არის ცნობილი შედეგების შესახებ


ავტორი
Front News საქართველო
18 იანვარს, დილით, რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. თავდასხმას ხანძარი და მსხვერპლი მოჰყვა.
რამდენიმე რაიონში ჩამოვარდა რაკეტების ნამსხვრევები, გაჩნდა რამდენიმე ხანძარი. იერიშის შედეგად, დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები, მათ შორის, მეტროს სადგურ “ლუკიანოვსკაიასთან“.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელ შენობაში შევჩენკოს რაიონში, ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. დესნიანსკის რაიონში ჩამოვარდა რაკეტის ნამსხვრევები.
დაზიანდა ავტომობილები, ასევე ნაწილობრივ დანგრეულია ადმინისტრაციული შენობა, ბიზნესცენტრის შენობა, მაღაზია. დაზიანებულია წყალმომარაგების მთავარი ხაზი.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაიღუპა ოთხი და დაშავდა სამი ადამიანი.
18 იანვარს, დილით, რუსებმა ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს ზაპოროჟიესაც. თავდასხმას მოჰყვა ნგრევა, დაზიანდა შენობები და დაშავდნენ ადამიანები.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს