ბალტიის ქვეყნებმა, პოლონეთმა და ფინეთმა შესაძლოა, მათ ქვეყნებში რუსი ტურისტების შესვლა აკრძალონ


ავტორი
Front News საქართველო
ბალტიის ქვეყნებმა, პოლონეთმა და ფინეთმა შესაძლოა, მათ ქვეყნებში რუსი ტურისტების შესვლა აკრძალონ, თუ ევროკავშირი არ აამოქმედებს აკრძალვას მთელი ეკონომიკური ბლოკის მასშტაბით, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
მისი თქმით, გამოყენებულ უნდა იქნას საერთო ნორმები, რომ აკრძალვა შეეხოთ ტურისტებს, დისიდენტებს კი შესვლის საშუალება ჰქონდეთ.
“რუსი ტურისტები არ უნდა იყვნენ ევროკავშირში, მათი ქვეყანა ჩადის გენოციდს“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.
მას შემდეგ, რაც სანქციების გამო პირდაპირი ფრენები რუსეთიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე აიკრძალა, რუსი ტურისტები ევროკავშირის ტერიტორიაზე სწორედ ამ მოსაზღვრე ხუთი ქვეყნიდან შედიან.
თაგები:
გაბრიელიუს ლანდსბერგისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს