Logo

“ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გახდა

საზოგადოება
744
Frontnews image description

"ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნები ჟოან ლაპორტამ მოიგო. არჩევნებში მის გარდა კიდევ 2 კანდიდატი მონაწილეობდა: ვიქტორ ფონტი და ტონი ფრეიშა.

ამომრჩეველთა უმრავლესობამ ხმა ჟოან ლაპორტას მისცა. ის კლუბს მომავალი 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. არჩევნებში მე-2 პოზიცია კლუბის ლეგენდარული კაპიტნის, კარლეს პუიოლის ფავორიტმა, ვიქტორ ფონტიმ დაიკავა.

ლაპორტა „ბარსელონის“ პრეზიდენტის თანამდებობას 2003-2010 წლებშიც იკავებდა და ბევრი გულშემატკივარი თუ საფეხბურთო ექსპერტი სწორედ მისი მმართველობის პერიოდს მიიჩნევს კლუბის ისტორიაში საუკეთესო პერიოდად.

აღსანიშნავია, რომ ლაპორტა საკმაოდ კარგად იცნობს საქართველოს, კატალონიური გრანდის პრეზიდენტობისას ჰყავდა ქართველი ასისტენტი (მანანა გიორგაძე), უყვარს ქართული ღვინო („ხვანჭკარა“) და მეგობრობს ზურა პოლოლიკაშვილთან, რომელიც მისი პირველი პრეზიდენტობის დროს ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.

თაგები:

Advertisement