ბათუ ქუთელია – ალბათ, ეს რუსეთის ერთ-ერთი საპილოტე ოპერაციაა, რომლის წარმატების შემთხვევაშიც ის ამის გამეორებას სხვა დემოკრატიებშიც შეეცდება


ავტორი
Front News საქართველო
ალბათ, ეს რუსეთის ერთ-ერთი საპილოტე ოპერაციაა, რომლის წარმატების შემთხვევაშიც ის ამის გამეორებას სხვა დემოკრატიებშიც შეეცდება, – ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ბევრი სხვა ინფორმაცია გამოჩნდება მას შემდეგ, რაც საერთაშორისო გამოძიება ჩატარდება.
“ბევრი სხვა ინფორმაცია გამოჩნდება მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ინსტრუმენტების დახმარებით ჩვენ გამოვიძიებთ ამ უპრეცედენტო ღალატს და სახელმწიფოს მიტაცების უპრეცედენტო მასშტაბის მცდელობას ჩვენს ისტორიაში და არამარტო ჩვენს ისტორიაში. ალბათ ეს რუსეთის ერთ-ერთი საპილოტე ოპერაციაა, რომლის წარმატების შემთხვევაშიც ის ამის გამეორებას სხვა დემოკრატიებშიც შეეცდება.
იმისთვის, რომ ხელისუფლება შეენარჩუნებინათ ეს ადამიანები, ვინც ერთმანეთს შეეკრნენ უკანონო გარიგებაში, რომ მიეტაცებინათ სახელმწიფო, ისინი ასევე შეეკრნენ ჩვენი სახელმწიფოს მტერს – რუსეთს და რეალურად, რუსეთთან ერთად სცადეს ამ სახელმწიფოს მიტაცება, როგორ დამთავრდება ეს ცალკე საკითხავია”, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
თაგები:
ბათუ ქუთელია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს