ბათუ ქუთელია – ჩვენი ამოცანაა, დიპლომატიურ კორპუსს გავაცნოთ სახელმწიფოს მიტაცების ნაბიჯები, რომელსაც დაჩქარებული წესით დგამს ივანიშვილი


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება“ აგრძელებს სახელმწიფოს ყველა ინსტიტუციის ერთ ხელში მოქცევას, რაც შესაძლოა, სტრატეგიული კურსის ცვლილებასთან დაკავშირებული ნაბიჯებია, – ამის შესახებ “დროას” წევრმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა.
ამ საკითხებზე სასაუბროდ პარტია “დროას” ლიდერები ელენე ხოშტარია და ბათუ ქუთელია ამ დროისათვის საქართველოში აკრედიტირებული საელჩოების წარმომადგენლებს ხვდებიან.
“ჩვენი ამოცანაა, დიპლომატიურ კორპუსს გავაცნოთ სახელმწიფოს მიტაცების ნაბიჯები, რომელსაც დაჩქარებული წესით დგამს ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული ჯგუფი, რომელსაც უკვე პოლიტიკურ ორგანიზაციასაც ვერ ვუწოდებთ. რეალურად ხდება ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის ბოლომდე ერთი ჯგუფის კონტროლქვეშ მოქცევა, ეს არის აუდიტის სამსახური, ცესკო, სასამართლო. მიუხედავად ჩვენი პარტნიორების არაერთი გაფრთხილებისა, დიპლომატიური, თუ უფრო ხისტი ტერმინებით, ისინი აგრძელებენ. როგორც ჩანს, ეს სტრატეგიული კურსის ცვლილებასთან დაკავშირებული ნაბიჯებია, ამისთვის მათ სურთ რომ ბოლომდე გაიფორმონ ყველა ინსტიტუცია. ჩვენი ამოცანაა, რომ არ მივცეთ ამის საშუალება”, – განაცხადა ქუთელიამ.
თაგები:
ბათუ ქუთელია

ბათუ ქუთელია – ჩვენი თავისუფალ სამყაროსთან ჩამოშორების საფასური არის მათი გამდიდრება და მათი ძალაუფლებაში დარჩენა

ბათუ ქუთელია – ჩვენი ამოცანაა, პარტნიორებისგან მოვითხოვით უფრო მეტი დეტალიზაცია, რომ ავირიდოთ ის პასუხისმგებლობა, რაც რუსეთთან მოკავშირეობაა

ბათუ ქუთელია – ამ სამხედრო ავანტიურიდან შედეგის გარეშე უკან დახევა ძნელად წარმომიდგენია