ბათუ ქუთელია – ჩვენი თავისუფალ სამყაროსთან ჩამოშორების საფასური არის მათი გამდიდრება და მათი ძალაუფლებაში დარჩენა


ავტორი
Front News საქართველო
თუ ვინმე აზიანებს დღეს ქვეყნის სუვერენიტეტს, ეს არის “ქართული ოცნება”. მარგარიტა სიმონიანი რასაც საუბრობს, ზუსტად იმავეს ამბობს დღეს მთელი “ქართული ოცნების” მოლაპარაკე თავები. მათი ამოცანაა, რიტორიკული აკრობატიკით საზოგადოების ემოციები მართონ, – ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკელი კონგრესმენების გზავნილების ადრესატი ქართველი ხალხია.
“ეს გზავნილები იყო ჩვენთვის, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არანაირი დღის წესრიგი არ აქვს დემოკრატიულ ფასეულობებთან, არანაირი ინტერესი არ აქვს, რომ იყოს პატიოსანი პოლიტიკური კონკურენცია ამ ქვეყანაში. მათი მთავარი ამოცანა არის, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება, ძალაუფლება, რომელმაც მათ უკვე მოუტანა არაკანონიერი ძალიან დიდი ფინანსური სარგებელი. ჩვენი თავისუფალ სამყაროსთან ჩამოშორების საფასური არის მათი გამდიდრება და მათი ძალაუფლებაში დარჩენა. ამ კონტექსტში თუ შევხედავთ, ძალიან ნათელი ხდება – სად მიდის საქართველო და რა შესაძლებლობები გვაქვს იმისა, რომ ამ არჩევნებზ მშვიდობიანად დავაბრუნოთ ქვეყანა განვითარების გზაზე.
ესენი იმეორებენ იმას, რასაც რუსული სახელმწიფოს მიტაცების სახელმძღვანელო კარნახობთ. მარგარიტა სიმონიანი რასაც საუბრობს, ზუსტად იმავეს ამბობს დღეს მთელი “ქართული ოცნების” მოლაპარაკე თავები. მათი ამოცანაა, რიტორიკული აკრობატიკით საზოგადოების ემოციები მართონ და მეათე ხარისხოვან საკითხებზე გადაიტანონ და გაზარდონ საზოგადოებაში პოლარიზაცია. თუ ვინმე აზიანებს დღეს ქვეყნის სუვერენიტეტს, ეს არის “ქართული ოცნება”, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
თაგები:
ბათუ ქუთელია

ბათუ ქუთელია – ამ სამხედრო ავანტიურიდან შედეგის გარეშე უკან დახევა ძნელად წარმომიდგენია

ირაკლი ღარიბაშვილი – ეს არის ყოვლად გაკოტრებული, დისკრედიტირებული და მარგინალიზებული რადიკალური ძალა, არ არის საინტერესო არც მათი აქციები, არც მათი უაზრო განცხადებები

ირაკლი ღარიბაშვილი – სააკაშვილი არის მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის და თქვენი პარტია არის მთავარი პრობლემა ჩვენი ხალხის