ბათუ ქუთელია – დიპლომატებს განსაკუთრებით უნდა ესმოდეთ, ეს არ არის მარტო ამ კანონის საკითხი, ეს არის სუვერენიტეტის საკითხი


ავტორი
Front News საქართველო
დიპლომატებს განსაკუთრებით უნდა ესმოდეთ, ეს არ არის მარტო ამ კანონის საკითხი, ეს არის სუვერენიტეტის საკითხი, რომელიც ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან ერთად ძალიან მკრთალი ხდება და რეალურად, ხდება მსხვერპლი რუსული და სხვა ავტორიტარული გავლენების, – მის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ქვეყანა ამ ვითარებიდან პარტნიორების დახმარებით გამოვა.
“დიპლომატებს განსაკუთრებით უნდა ესმოდეთ, ეს არ არის მარტო ამ კანონის საკითხი, ეს არის სუვერენიტეტის საკითხი, რომელიც ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან ერთად ძალიან მკრთალი ხდება და რეალურად, ხდება მსხვერპლი რუსული და სხვა ავტორიტარული გავლენების, შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც დღეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე უნდა იდგნენ, მათ პოზიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
მე დარწმუნებული ვარ, ამ ვითარებიდან ჩვენი პარტნიორების დახმარებით კარგად გამოვალთ, მაგრამ ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს”, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
თაგები:
ბათუ ქუთელია

ირაკლი კობახიძე – რასამ ან კუბილიუსმა კი არ უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის ოლიგარქი, სამართლებრივი მტკიცებულებებით უნდა განისაზღვროს ეს

ბათუ ქუთელია – ამ სამხედრო ავანტიურიდან შედეგის გარეშე უკან დახევა ძნელად წარმომიდგენია

ჰერჩინსკი – ეს კანონი არ არის კარგი, ეს არ არის ევროპული კანონი და ეს არ არის ამერიკული კანონი