
ავტორი
Front News საქართველო
ეს არის უბრალოდ მოლაპარაკე თავი, რომლის პირითაც ბიძინა ივანიშვილი ელაპარაკება რუსეთს და პუტინს, – ამის შესახებ “დროას” წევრმა ბათუ ქუთელიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის პრემიერის საშუალებით ბიძინა ივანიშვილი რუსეთს ელაპარაკება.
“ეს არის უბრალოდ მოლაპარაკე თავი, რომლის პირითაც ბიძინა ივანიშვილი ელაპარაკება რუსეთს და პუტინს. ეს გზავნილები იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი, რითაც ის ერთგულებას უმტკიცებს პუტინს, რომ ამ ომში, რომელშიც არათავისუფალი სამყარო ებრძვის თავისუფალ სამყაროს, ის არის რუსეთის და არათავისუფალი სამყაროს გვერდით“, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ საქართველო უკრაინას ცოცხალი ძალით არ დაეხმარება, კრემლისტური მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა.
თაგები:
ბათუ ქუთელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს