ბათუმელი სტუდენტების პროტესტს რამდენიმე უნივერსიტეტი შეუერთდა


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. პროტესტის ნიშნად ისინი ღამეს უნივერსიტეტის შენობაში ათევენ.
როგორც სტუდენტები აცხადებენ, წასვლას არ აპირებენ და ყველა მხარდამჭერს უნივერსიტეტში ელოდებიან.
ბათუმის უნივერსიტეტის პროტესტს შეუერთდა ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, “ჯიპა”, ასევე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის მე-3 კურსის სტუდენტები.
როგორც სტუდენტები აცხადებენ, ბრძოლა გრძელდება და არჩევნების შედეგების შეგუებას არ აპირებენ.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებმა დღეს მოძრაობა “გუშაგები” დააფუძნეს.
“გუშაგის” წევრები ყველა სტუდენტს მოუწოდებენ, აქტიურად ჩაერთონ საპროტესტო ტალღაში.
თაგები:
სტუდენტები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს