Logo

ბათუმი(ანგისა)- ახალციხის გზის 97-ე კმ-ზე მიწის მასის ჩამოსვლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საზოგადოება
1163
Frontnews image description

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)- ახალციხის საავტომობილო გზის 97-ე კმ-ზე (სოფელი ბოძაური) უამინდობის შედეგად, ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დეპარტამენტის ცნობით, გზის გარკვეულ ნაწილზე გაწმენდითი სამუშაოები უკვე ჩატარდა. შეზღუდული ხილვადობის გამო, დარჩენილ ნაწილზე გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება.

თაგები:

Advertisement