ბათუმი-თბილისის მაგისტრალზე ჟურნალისტებმა მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გამართეს


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმი-თბილისის მაგისტრალზე ჟურნალისტებმა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გამართეს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.
მათ თან ჰქონდათ ბანერები – “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “თავისუფლება მზია ამაღლობელს”.
მათი თქმით, მზია ამაღლობელმა ხელისუფლების უმსგავსობის წინააღმდეგ გამოხატა პროტესტი, რის გამოც ისჯება.
“უკვე მესამე დღეა, გრძელდება ჩვენი აქციები. დღეს ვიმყოფებით ბათუმი-თბილისის ავტომაგისტრალის გასწვრივ. ვითხოვთ მზია ამაღლობელის და რეჟიმის ტყვეების თავისუფლებას. ეს აქციები გაგრძელდება. მოსახლეობა ითავისებს, რომ ეს მათი პრობლემა არის და რომ საქართველომ უნდა მოიპოვოს ნანატრი თავისუფლება”, – განაცხადა ჟურნალისტმა ლადო მენამდემ.
“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს. დაკავების დღიდან მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო და ამ დროისთვის კლინიკა “ვივამედშია” გადაყვანილი.
თაგები:
მზია ამაღლობელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს