
ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიზეზად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში არსებული დარღვევები დასახელდა.
"თანამდებობიდან გათავისუფლებას ვუკავშირებ ჩემს განცხადებას სანაპიროს გასხვისებაზე. აუდიტის დასკვნა დიდი ხანია, ცნობილია და იქ მნიშვნელოვანი დარღვევები არ არის. არაფერი დამიშავებია და მომიპარავს. თითქოს რაღაც შეცდომა ნახეს. საკრებულოში გაკეთებული განცხადებების გამო დამსაჯეს და ეს მოსალოდნელიც იყო. მე სამსახურს ვნახავ, არ გამიჭირდება. ეს არის მათი დასასრულის დასაწყისი“,- განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.
30 მარტს ბათუმის საკრებულოში სხდომა ხმაურის ფონზე ჩატარდა. უმრავლესობის წევრებს ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე დაუპირისპირდა და სანაპიროს ნაწილის ერთ-ერთი სასტუმროსთვის იჯარით გადაცემა გააპროტესტა.
ხმაურის შემდეგ საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს. იმავე დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბულვარში ახალ მშენებლობებზე მორატორიუმი გამოაცხადა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს