ბათუმის მერიაში ამ დრომდე ხმაური და დაპირისპირებაა

ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციური პარტიის წევრები ბათუმის მერის კაბინეტიდან სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით გამოიყვანეს, ამას კი წინ უძღვოდა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და ბათუმის მერის შეხვედრა, რის შემდეგაც მერმა კაბინეტი დატოვა, ოპოზიციის წევრები კი კაბინეტში დარჩნენ. ცოტა ხანში კი შენობაში უპრეცედენტო რაოდენობის პოლიციელები გამოჩდნენ.
ოპოზიციის წამომადგენლებმა მერთან არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრაზე რამდენიმე სააკითხი დააყენეს, რაზეც რეაგირებას ითხოვდნენ. მათ წამოადგინეს აუდიტის დასკვნა, სადაც წერია, რომ ქალაქში 119 მშენებარე ობიექტიდან 49 უკანონოა. ოპოზიციის წევრები მერისგან მოითხოვდნენ პასუხს
ბათუმის შემოსასვლელში “ჩინური კვარტალის” შმენებლობასთან დაკავშირებითაც, რომელიც მათი განცხადებით, არის უკანონო.
ოპოზიცია რეაგირებას ითხოვს ასევე მუნიციპალური სამსახურის უფროსის მოადგილის იარაღით სიარულთან დაკავშირებით.
რევაზ ხარაზის განცხადებით, მერმა კითხვებზე პასუხის გაცემას კაბინეტის დატოვებით უპასუხა.
“ამ ადამიანს მოვუტანეთ დოკუმენტები, რომ კორუფციაა მერიაში და კონკრეტულად ამ სამსახურში. რა პასუხი უნდა მიიღო ჩინური კვარტალის ამშენებელი მერისგან, რომელიც ხმას არ იღებს ? სოდის, კუდის და ძალოვანი სტრუქტურების ობიექტად აქციაა სამსახური, ჩვენ ვაგრძელებთ ბოლომდე ბრძოლას, რომ ამ ქალაქში ნორმალური მერიის სამსახური იყოს”, – განაცხადა ხარაზმა.
ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, დასმულ საკითხებზე ობიექტური გამოძიების დასრულების შემდეგ როგორც შესაბამის სამსახურებს, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას შესაბამისი რეაგირება ექნება.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამ დრომდე ადმინისტრაციულ შენობაში რჩებიან.





