ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის საზღვაო ხომალდები “მაუნთ უიტნი“ და “პორტერი“ შევიდნენ


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის საზღვაო ხომალდები „მაუნთ უიტნი“ და „პორტერი“ შევიდნენ. ხუთი წლის შემდეგ მეექვსე ფლოტის ფლაგმანი, „მაუნთ უიტნი“ საქართველოში დაბრუნდა.
აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, “მაუნთ უიტნი“ ქვეყანას ხუთჯერ ეწვია, მათ შორის, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის დროს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით.
“აშშ-ის მეექვსე ფლოტისა და ნატო-ს დამრტყმელი და დამხმარე ძალების პირადი შემადგენლობა „მაუნთ უიტნიზე” იმყოფება და ერთიან გუნდად მოქმედებს. სარდლობებს შორის თავსებადობა და მათი ყოფნა ამ რეგიონში, წარმოაჩენს აშშ-ნატო-ს ერთგულებას შავი ზღვის რეგიონისადმი და მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართ ამ რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად.
ბათუმში ყოფნისას ქვეყნის მდიდარი ისტორიის გაცნობითა და ადგილობრივ ხალხთან ურთიერთობით გემების ეკიპაჟები ქართულ კულტურასა და ტრადიციებს შეიცნობენ“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს