
ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გაუშვეს.
სკოლის 10 მოსწავლე და მასწავლებელი ცრემლდენით და თავბრუსხვევით იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
სკოლის დირექტორის ნატალია მგელაძის განცხადებით, მოსწავლეები კლინიკაში პრევენციის მიზნით გადაიყვანეს, ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს და კლინიკას მალე დატოვებენ.
“შემთხვევა დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა. ბავშვებს აღენიშნებოდათ თავის ტკივილი. რა თქმა უნდა, ამას უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი. თავად გამოვიძახე მედიკოსები. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ბავშვები პრევენციის მიზნით გადავიყვანეთ კლინიკაში. არცერთი მათგანი თავს ცუდად არ გრძნობს და ყველა მალე დატოვებს კლინიკას. დანარჩენი დეტალები მოკვლევის შედეგად გაირკვევა“, – განაცხადა ნატალია მგელაძემ.
თაგები:
ბათუმი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს