Logo

ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქცია იმართება

საზოგადოება
897
Frontnews image description

ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტივისტების აქცია იმართება.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ.

“როგორც ცნობილია, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. მიიღებს თუ არა საქმეს წარმოებაში, ორშაბათს გახდება ცნობილი. მანამდე ჟურნალისტები ყოველდღე შევიკრიბებით და მოვითხოვთ დგებუაძის გადგომას, რისი სამართლებრივი საფუძველიც გაგვაჩნია, ეს ადამიანი დაკავებულებს არასათანადოდ ეპყრობა“, – განაცხადა “ბათუმელების” რედაქტორმა ნანა კვაჭაძემ.

სამართალდამცველებმა “ბათუმელების” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

Advertisement