Logo

ბათუმის პორტში აქციაზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს

სამართალი
31.07.2023 / 11:29
Frontnews image description

ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში “ლელოს” წევრი ირაკლი კუპრაძე ავრცელებს.

 

“დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც წაართვეს ტელეფონი, პირადი ნივთები, არ აძლევენ ზარის განხორციელების შესაძლებლობას!” – წერს კუპრაძე.

 

ბათუმის პორტში პუტინის პროპაგანდისტების საწინააღმდეგო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

 

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმის პორტში 9 ადამიანი დააკავეს.

 

რუსი ტურისტები პორტიდან მიკროავტობუსებით გაიყვანეს.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fkupradze.irakli%2Fvideos%2F609807884701385%2F&show_text=false&width=560&t=0″ width=”560″ height=”314″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>

თაგები:

ბათუმი
Advertisement