ბათუმის ყოფილი მერი პატიმრობიდან გაათავისუფლეს


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის ყოფილმა მერმა გიორგი ერმაკოვმა საპატიმრო დატოვა.
ერმაკოვი 2019 წლის მაისში, ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსანთან ერთად, ე.წ. იაფი სახლის” საქმეზე დააკავეს. ერმაკოვს 1 მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ 2020 წლის იანვარში ცნო და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სააპელაციოს მოსამართლემ კი დღეს, ერმაკოვს მუხლი გადაუკვალიფიცირა და მხოლოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დაუტოვა, რაც თავისუფლების 3 წლით აღკვეთას ითვალისწინებს. გიორგი ერმაკოვმა პატიმრობის ეს ვადა უკვე მოიხადა.
თაგები:
ბათუმი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს