
ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ქალაქის მერთან არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრას ითხოვენ. ამ დროისვათის მერის კაბინეტთან დაცვის სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული და დეპუტატებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
საკრებულოს დეპუტატები მერს ქალაქის ინტერესებზე გათლილი ბიუჯეტის მიღებას სთავაზობენ.
“გვინდა, რომ მერთან შევიდეთ, ან ვიცე-მერთან ნებისმიერ ადამიანთან, ვინც კომპეტენტურია და ვისაუბროთ კონკრეტულ თემაზე. გუშინ “ქართული ოცნების” ტროლ-ბოტებმა გაავრცელეს განცხადება და მათ აყვნენ საკრებულოს წევრები. ესაა სუსის დაგეგმილი პროვოკაცია, თითქოს ჩვენ წინააღდეგები ვართ ავარიული სახლების რეაბილიტაციის. მე წამოვიღე ბიუჯეტი და მინდა ამ ბიუჯეტით შევიდე მერთან და ვუთხრა, რომ ამ 18 მილიონზე შესაძლებელია კიდევ დაახლოებით 10 მილიონის დამატება”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რევაზ ხარაზმა.
თაგები:
რევაზ ხარაზი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს