ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი იწყება


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პროცესი იწყება.
ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად სასამართლოში მისი კოლეგები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და აქტივისტები არიან შეკრებილები და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.
სასამართლოს დერეფანში ისმის შეძახილები – “თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
დღევანდელ პროცესზე ადვოკატები მისი გათავისუფლების მოთხოვნას დააყენებენ.
მზია ამაღლობელის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად.
თაგები:
მზია ამაღლობელი