ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
“სოლიდარობა მზია ამაღლობელს” – ამ ლოზუნგით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
აქციას მზიას კოლეგები – ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები მართავენ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
დღევანდელ პროცესზე მხარეების შესავალ სიტყვას მოისმენს მოსამართლე და განიხილება მხარეთა შუამდგომლობაც.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე კი გადაწყვეტილება 17:30 საათზე გამოცხადდება. აღნიშნულ საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს.
“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
თაგები:
მზია ამაღლობელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს