ბათუმისა და ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტი პროტესტის ფონზე დაამტკიცეს
პოლიტიკა
26.11.2021 / 12:38


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებმა ძველი შემადგენლობით 2022 წლის ბიუჯეტი პროტესტის ფონზე დაამტკიცეს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ძველი საკრებულოს მიერ მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცება არალეგიტიმურია. ორივე ქალაქის საკრებულოებთან დილიდან მობილიზებულია პოლიცია.
დაპირისპირების დროს დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი. დაპირისპირებების და დაკავებები ორივე ქალაქში ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.
ახალი ბიუჯეტებით მერებსა და მათ მოადგილეებს ხელფასები გაეზარდათ.
