ბათუმში 22-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა
შემთხვევა
23.07.2023 / 12:52


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში, სასტუმრო “ორბი სითის” 22-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა და დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სასტუმრო ნომერში კიდევ ერთ პირთან ერთად იმყოფებოდა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თაგები:
ბათუმი