
ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში 30 ივნისს დაგეგმილი ნუცა ბუზალაძის კონცერტი გაუქმდა. ინფორმაციას “სფერო“ ავრცელებს.
“როგორც ცნობილია, 30 ივნისს კლუბ “სფეროში” დაგეგმილი იყო გრანდიოზული გახსნითი ღონისძიება, სადაც სოლო კონცერტს გამართავდა ნუცა ბუზალაძე ბენდ ნიუტონთან ერთად.
ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, კლუბი “სფეროს“ ადმინისტრაცია საჭიროდ თვლის გაცნობოთ ჩვენი და ნუცა ბუზალაძის ერთობლივი გადაწყვეტილება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის ორმხრივი. 30 ივნისს დაგეგმილი კონცერტი ამ ეტაპზე გაუქმებულია.
ნუცა მკაფიოდ აფიქსირებს რუსეთის მიმართ თავის პოზიციას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთი ოკუპანტია! სწორედ ამიტომ რუსეთიდან მიღებულ საკონცერტო შემოთავაზებებზე დიდი ხანია უარს ამბობს.
უახლოეს დღეებში ნუცას დაგეგმილი აქვს ამერიკული ტურნე, რომლის შესახებ დეტალებს მსმენელისთვის სიურპრიზად ტოვებს. კლუბი “სფერო“ წარმატებებს უსურვებს მას. ნუცა მზად არის უახლოეს თვეებში “სფეროში” გამართოს სოლო კონცერტი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ნუცა ბუზალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს