Logo

ბათუმში 9 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა

შემთხვევა
10.09.2021 / 15:43
Frontnews image description

ბათუმში 9 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა, მას დაზიანებელი ყელის არეში აღენიშნება, –  ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს. 

 

სოციალურად დაუცველი ოჯახი მტკიცებით, არასრულწლოვანის მიერ სუიციდის მცდელობა მეზობლის მხრიდან ბულინგს უკავშირდება.

 

ოჯახის ცნობით, სოცდაუცველი ოჯახის გასახლებას მეზობელი ტერორის გზით ცდილობს და ბავშვებზე ძალადობს, სახეში საღებავს ასხამს და ქვებს ესვრის.

 

“ბავშვებს გადავწვავთო. ჩემს ბავშვებს ეუბნება, რომ მათხოვრები ხართო.ეს ციგნის ნაცვამები გაცვიათო. ბავშვი მიმიყვანა თვითმკვლელობამდე. 5 თვეა, მივმართე მესამე განყოფილებას, არც შემაკავებელი მისცეს, არც არაფერი… ისედაც ბრალდებულია წვრილ ხულიგნობაზე. მეორე ბავშვი ჩასულა ქვევით და დაუწყია დაცინვა ბავშვებში, ეს რეები გაცვიაო, მათხოვარი და ციგანი შენზე უკეთესად არისო და ბავშვი გამწარებული მიიყვანა თვითმკვლელობამდე. ავიდა სახლში, თოკზე ფარდა მქონდა გაჭიმული, ის თოკი მოუბია ყელზე, სკამზე ასულა, სკამი წაქცეულა და ჩემი და რომ ავიდა, ბავშვი ნახა ჩამოკიდებული… იქ რომ არ ასულიყო ჩემი და, უკვე მკვდარი მეყოლებოდა”, – აცხადებს მრავალშვილიანი დედა.

 

ექვსი შვილის დედის თქმით, შველას უკვე თვეებია, ითხოვს, თუმცა პოლიცია საქმეში მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთო, რაც ბავშვი თვითმკვლელობამდე მივიდა.

თაგები:

ბათუმი
Advertisement