Logo

ბათუმში აქციის 10-მდე მონაწილე დააკავეს

სამართალი
11.01.2025 / 22:31
761
Frontnews image description

ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები: ციალა ქათამიძე, ვაჟა დარჩია და მათე ცენტერაძე დააკავა. “ბათუმელების” ინფორმაციით, პოლიციამ ამ საღამოს 10-მდე აქტივისტი დააკავა.

აქციის მონაწილეებმა სამმართველოსთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც პოლიციამ აქტივისტი თათია აბულაძე დააკავა.

აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ დაკავებები ასფალტზე საპროტესტო სტიკერის გაკვრის გამო დაიწყო.

თაგები:

დაკავება
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები