ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. შემთხვევა ბარცხანას დასახლებაში, ღამის საათებში მოხდა.
ტრაილერის და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ადგილობრივების თქმით, ამ ადგილას ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. ისინი შუქნიშნის გაკეთებას ითხოვენ.
